ექსპრეზიდენტს სასამართლოს შენობის წინ ფეხსაცმელი ესროლეს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 19:35

დაუდგენელმა  მამაკაცმა  პაკისტანის  ყოფილ  პრეზიდენტს  პერვეზ  მუშარაფის  ფეხსაცმელი  ესროლა.  ინციდენტის  ვიდეოჩანაწერი ტელეარხმა Geo News გაავრცელა. ინციდენტი მოხდა სინდის პროვინციაში, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ.  ფეხსაცმელი ყოფილ პრეზიდენტს არ მოხვედრია, იგი უსაფრთხოების სამსახურმა დაიცვა. თავდამსხმელი მაშინვე დააკავეს, თუმცა მისი ვინაობა არ გახმაურებულა.

 Agence France-Presse-ის მიხედვით, თავდამსხმელი ოცი იურისტიდან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც გააპროტესტეს მუშარაფის რეჟიმი და ყვიროდნენ: "ის დიქტატორია და უნდა ჩამოახრჩონ."

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61