გიგი უგულავამ ახალი მედიათეკა გახსნა

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 19:11

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი მედიათეკა ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა და დანერგილ სიახლეებს გაეცნო. მედიათეკაში ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული პირი ინტერნეტ-ბიბლიოთეკით, ელექტრონული წიგნებითა და სხვადასხვა სახის ლიტერატურით ისარგებლებს.

 პირველი მედიათეკა ვაკის პარკში აშენდა. შენობა ორსართულიანია და პირველ სართულზე მოზარდებისა და დიდების დარბაზი, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, ასევე საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზებია განთავსებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მისთვის საჭირო, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია - წიგნის, ჟურნალ-გაზეთისა და ელექტრონული მედიის საშუალებით მიიღოს.

მედიათეკის სარგებლობის წლიური აბონიმენტის ღირებულება 15 ლარით განისაზღვრა. აბონიმენტის მფლობელი, მედიათეკის მიერ შეთავაზებულ ყველა მომსახურეობას წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს.

თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დიზაინის მედიათეკების მშენებლობა მიმდინარეობს. მეორე მედიათეკის მშენებლობა ვარკეთილში მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. ქალაქში სულ 5 ასეთი ობიექტი აშენდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45