14 წლის სკოლის მოსწავლე ორმა ახალგაზრდამ მგზავრობის დროს გააუპატიურა

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 18:44

გლაზგოში, 14 წლის სკოლის მოსწავლე ორმა ახალგაზრდამ მგზავრობის დროს გააუპატიურა, - ინფორმაციას Scotsman ავრცელებს. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა, თუმცა  მისი გახმაურება დღეს მოხდა.

ინციდენტი 22 მარტს, გვიან მოხდა. ორი გოგონა ორსართულიანი ავტობუსით მგზავრობდა. პირველ სართულზე მყოფ გოგონებს ჩხუბის ხმა მოესმათ, ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა მეორე სართულზე ასულიყო,  სადაც 18-20 წლამდე ორი ახალგაზრდა კამათობდა და იგინებოდა. ისინი, პოლიციის ინფორმაციით, გოგონას თავს დაესხნენ და გააუპატიურეს.

 დაზარალებულმა პოლიციას მიმართა. ამჟამად სამართალდამცავები ეჭვმიტანილებს და მოწმეებს ეძებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59