მათ ლოკალური ამოცანა აქვთ - საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება - კოკი იონათამიშვილი

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 18:25

პიროვნულად ზაალ სამადაშვილისთვის ეს თანამდებობა,  როგორც მან განაცხადა და როგორც მას იცნობს საზოგადოება, არ წარმოადგენს ისეთ რამეს, რასაც შეიძლება ადამიანი ჩაებღაუჭოს - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, კოკი იონათამიშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იონათამიშვილი კენჭისყრას ობიექტურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მოხარულია, რომ სამადაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ჩავარდა.

"ის ბინძური პროცესი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მიდის საკრებულოში, საკრებულოს წევრებზე დევნით, ზეწოლით, გადმობირებით ხორციელდება. მათ ლოკალური ამოცანა აქვთ - საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება", - აცხადებს იონათამიშვილი.

საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ზაალ სამადაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას უყარეს კენჭი, რასაც 24-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45