დღეს დაიწყო ნაციონალური მოძრაობის პანაშვიდი და გასვენებას მალე ნახავს საზოგადოება - ირაკლი შიხიაშვილი

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 18:41

დღეს დაიწყო ნაციონალური მოძრაობის პანაშვიდი და გასვენებას მალე ნახავს საზოგადოება, - განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ წევრმა ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, თავმჯდომარის შენარჩუნება ნაციონალური მოძრაობისთვის 90-დღიანი ინდურგენციას მიღება იყო.

„რა ზეწოლაზე საუბარი, როცა სწორედ მათ მიიყვანეს ის 24 კაცი ზეწოლით. დღეს დაიწყო ნაციონალური მოძრაობის პანაშვიდი და გასვენებას მალე ნახავს საზოგადოება. ეს იყო მიზანი მათი, რომ 90 დღიანი ინდურგენცია მიეღოთ. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ საზოგადოებისგან მიფურთხებული მათი თანამდებობა“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე კენჭისყრის გამართვის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46