“Agile Spirit 2013”-ის საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი დაესწრო

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 18:08

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2013”-ის საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. სწავლებაში მონაწილე ქართულმა და ამერიკულმა ქვედანაყოფებმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ჩაატარეს.

საჩვენებელი სწავლების დასკვნით ნაწილში კი ოპერაციის დროს პირობითად დაშავებულის ვერტმფრენით ევაკუაცია განხორციელდა.

შემაჯამებელ წვრთნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პირადად დაესწრო.

"ამ წვრთნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ეს კიდევ ერთი წარმატებულად განხორციელებული ერთობლივი წვრთნებია. ძირითადად საქმე გვქონდა ბატალიონის დონის ამოცანების გადაწყვეტაზე. მნიშვნელოვანი და გამორჩეულია იმითაც, რომ ამერიკელებთან ერთად ამ ოპერაციების წარმოების ერთობლივი შტაბი იყო ჩამოყალიბებული.

ასევე, ჩვენმა ოფიცრებმა, ბატალიონის ხელმძღვანელებმა ერთობლივი ძალისხმევით საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტის დამატებითი გამოცდილება შეიძინეს . მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის ჯავშანტექნიკა, რომლის გამოცდაც მიმდინარეობს და საბოლოოდ, ამ გამოცდის შემდეგ კონკრეტული დასკვნებიც გვექნება, თუ როგორ გავაგრძელებთ თავდაცვის ეროვნული მრეწველობის ამ პროგრამას.მომავალში იგეგმება კიდევ უფრო ფართო, ბრიგადის დონის წვრთნები, სადაც შესაძლებელი იქნება რეგიონის ჩვენი სხვა პარტნიორი ქვეყნებიც ჩაერთონ. ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მომავალ წელს ჩავატარებთ უფრო ფართომასშტაბიან წვრთნებს.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები და საქართველოს პარლამენტის წევრებიც იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42