სილქნეტი „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 18:06

სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტი“ „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელისა და ხელმძღვანელის განცხადებებს უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს და სამართლებრივი გზით აპირებს, კანონის წინაშე  აგებინოს პასუხი მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე.

„ჯეონიუსი“ გთავაზობს „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„ბოლო თვეების განმავლობაში, გახშირდა სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელისა და ხელმძღვანელის მამია სანადირაძის თავდასხმები სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტსა“ და მის მფლობელებზე. დღემდე, კომპანია „სილქნეტს“ არ გაუკეთებია არც ერთი საპასუხო განცხადება, რადგან სერიოზულად არ მიგვაჩნია ბატონი სანადირაძის აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ის აგრესიული ჭორების სახით ავრცელებს სხვადასხვა მედია გამოცემაში.

ბოლო ასეთი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები 28 მარტს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გაკეთდა, რომელშიც ბატონი სანადირაძე კომპანია „სილქნეტს“ ბრალს სდებს ისეთ სერიოზულ დანაშაულებში, როგორიცაა „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი კაბელების „ჩაჭრა“, მორალური ზეწოლა პირადად მასზე და ახალი მფლობელების მიერ „კაუკასუს ონლაიანის“ ხელში „ჩაგდება“, ასევე პირადად შეურაცხყოფს “სილქნეტის” ერთ ერთ მფლობელს ბატონ გიორგი რამიშვილს.

ბატონ სანადირაძესთან პოლემიკაში შესვლა არ მიგვაჩნია გონივრულად, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს ავანტიუირისტულ მცდელობას შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და განზრახ ცრუ, უსაფუძვლო ბრალდებებით და შავი პიარით მიიღოს გარკვეული სარგებელი.

კომპანია “სილქნეტი” მიმართავს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა ბატონმა სანადირაძემ პასუხი აგოს კანონის წინაშე “სილქნეტის” და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57