საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 16:57

საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული 13 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ადვოკატებმა ისაუბრეს პროცესუალურ დარღვევებზე. კეზერაშვილის ადვოკატის განცხადებით, მან მოითხოვა წინასასამართლო სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის გამოყოფა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფებოდა.

დარღვევებზე საუბრობენ სხვა ადვოკატებიც. საქმეში ბრალდებულ ზვიად კაკიაშვილის და მიხეილ მელაშვილის ადვოკატის თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ბრალდების მიმართ საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით შეთანხმება უკან გაიწვია.

გამოძიების ინფორმაციით, კონკრეტულმა პოროვნებებმა კეზერაშვილის მფარველობით საქართველოში 420 ტონა ეთილის სპირტი უკანონოდ შემოიტანეს და დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული კონიაკი დაამზადეს. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უკანონო საქმიანობაში ხელშეწყობისთვის ქრთამის სახით 12 მილიონი ლარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46