რესპუბლიკური პარტია თინა ხიდაშელის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 16:47

საქართველოს რესპუბლიკური პარტია გუშინ, გვიან ღამით  პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის "იეღოველთა კონგრესთან" კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"29 მარტს, გვიან ღამით საინფორმაციო სააგენტო „ნიუ პოსტმა“ (new posts) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: “მოძრაობა "ლაზარე": ხარების დღესასწაულზე თინა ხიდაშელი "იეღოველთა კონგრესს" ატარებს.”

 29 მარტს, გვიან ღამით ტექსტის ავტორი ლაშა ბერულავა ინფორმაციის დასაწყისში წერს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" პრესცენტრი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და თინა ხიდაშელს "იეღოველთა კონგრესის"ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ "ნიუ პოსტი" უცვლელად გთავაზობთ "ლაზარეს" პრესცენტრის განცხადების ტექსტს, რომელიც დაახლოებით 23:00 საათზე "ლაზარეს" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

 აღნიშნულ ინფორმაციას სხვა მედიასაშუალებებიც გამოახმაურნენ და აღნიშნული ტექსტი საზოგადოების ნაწილის განხილვის საგანი გახდა.

რესპუბლიკური პარტია მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლაზარემ“ დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში რესპუბლიკური პარტიისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის", - ნათქვამია "რესპუბლიკური პარტიის" პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57