15 წლის გოგონა წიგნისთვის "მე მქვია მალალა" 3 მლნ დოლარს მიიღებს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 16:34

პაკისტანელი 15 წლის გოგონა, მალალა იუსუფზაი, რომელიც თალიბებმა 2012 წლის შემოდგომაზე დაჭრეს, წიგნისთვის "მე მქვია მალალა" 3 მლნ დოლარს მიიღებს. წიგნში მოთხრობილია გოგონას ცხოვრება თავდასხმამდე.

მალალა იუსუფზაი 11 წლის ასაკში "ბი-ბი-სი"-სთვის ბლოგს აწარმოებდა, რომელშიც მშობლიური რეგიონის ცხოვრებას აღწერდა. გოგონა თალიბების მიერ ჩადენილ დანაშაულებს და ქალთა უფლებების დარღვევებს აღწერდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 9 ოქტომბერს სკოლის ავტობუსი, რომლითაც იუსუფზაი მგზავრობდა, თალიბებმა გააჩერეს და მას თავში ესროლეს. ტყვიამ კისერში გაიარა და მხარში გაიჭედა. თავიდან გოგონას პაკისტანში მკურნალობდნენ, მაგრამ შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს. ბირმინგემის საავადმყოფოში მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6