სასამართლომ სკოლას მოსწავლის სასარგებლოდ 41 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 16:21

ამერიკის  შეერთებული  შტატების  სასამართლომ  კონეკტიკუტის  სკოლის  ადმინისტრაციას, ყოფილი მოსწავლის კარა მანის სასარგებლოდ, 41 მილიონი დოლარის კომპენსაციას გადახდა დააკისრა, - ინფორმაციას ABC-ი ავრცელებს.

სასამართლოს ინფორმაციით, 2007 წელს, ჩინეთში მოსწავლეების ვიზიტის დროს 15 წლის გოგონას ენცეფალიტის მატარებელმა მწერმა უკბინა, რამაც ტვინის დაზიანების დაავადება გამოიწვია და მეტყველების უნარი დაკარგა.

ოჯახის ინტერესების დამცველმა სკოლის ხელმძღვანელობას ბრალი დასდო გაუფრთხილებლობაში, ასევე, სამედიცინო დახმარების დაგვიანებით აღმოჩენაში. გოგონას მშობლებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიგეს.

20 წლის კარა მანი დღემდე ვერ ლაპარაკობს და სხვა სკოლაში დადის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46