ნაციონალურმა მოძრაობამ თავად გადააყენა ზაალ სამადაშვილი - ზაზა გაბუნია

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 15:40

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს„ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია „ნაციონალური მოძრაობის“ შიშზე და პანიკაზე ლაპარაკობს. მისი განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი მათ დააყენეს.

„ნაციონალური მოძრაობა იმდენად არის ჩავარდნილი პანიკაში და იმდენად აქვს შიში, რომ სამართლიანი პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადაყვანის აღსრულდება, მათ თავად გადააყენეს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ეს საკითხი უკვე დარეგისტრირდა ბიუროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არა ზეწოლის შიში, არამედ პოლიტიკური შიში ჰქონდათ“, - გამნაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს სხდომაზე ზაალ სამადაშვილის თანამდებობის დატოვების მოთხოვნას დააყენებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბუროს სხდომაზე მიიღეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46