განსხვავებული აზროვნებისთვის "ქართული ოცნება" შურისძიებას ახორციელებს - ირმა ნადირაშვილი

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 15:09

განსხვავებული აზროვნებისთვის "ქართული ოცნება" შურისძიებას ახორციელებს და საჯარო სამსახურებიდან ხალხს ათავისუფლებს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განცხადებით, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან 2013 წლის პირველ მარტამდე საჯარო სამსახურებიდან 4 089 ადამიანი გაათავისუფლეს.

ირმა ნადირაშვილი არ გამორიცხავს, რომ მარტის შემდეგ ეს რიცხვი გაიზარდოს.

"ეს არის საგანგაშო ციფრები, ხშირ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვილი ადამიანები იყვნენ ერთადერთი დასაქმებულები ოჯახებში. რაც შეეხება კონკრეტულ სამინისტროებს, თავდაცვის უწყებიდან დათხოვილია -1167 ადამიანი, შსს-დან - 499, ფინანსთა სამინისტროდან - 154, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან - 109", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ეს არის პირდაპირი შურისძიება მათზე ვინც "ქართული ოცნებისგან" განსხვავებულად აზროვნებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41