რუსეთში მატარებლიდან ფრანგი ტურისტი გადმოაგდეს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 14:19

რუსეთში, ტრანს-ციმბირის მაგისტრალზე, მატარებლიდან გადმოგდებული ფრანგი ტურისტი ქუჩაში აღმოჩნდა პრაქტიკულად უტანსაცმლოდ - საცვლის ამარა. ის გადაურჩა გაყინვას, რადგან სატრანსპორტო პოლიციის მუშაკებმა სასტუმროში წაიყვანეს.

ინციდენტი მოხდა ვლადივოსტოკ-მოსკოვის მატარებელში, რომლითაც ფრანგი მოგზაურობდა. გზაში ის გაეცნო კამპანიას, რომლის შემადგენლობასაც ამჟამად ადგენენ რუსი სამართალდამცველები. მათ შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგ ფრანგი ვაგონიდან გადმოაგდეს. შიშველ ფრანგს ხელთ მხოლოდ ავტომობილის მართვის მოწმობა აღმოაჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46