პავლე კუბლაშვილი საკრებულოს თანამშრომლების დაკითხვაზე დაბარებას საკრებულოს დაშლის მცდელობით ხსნის

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 14:21

საპარლამენტო უმცირესობის წევრის პალე კუბლაშვილი თბილისის საკრებულოს თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მან განცხადება დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გააკეთა.

მისი თქმით, დღეს საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს შვიდი საკრებულოს თანამშრომელი.

"დღეს 12 საათისთვის ერთდროულად სხვადასხვა საქმეზე,  სხვადასხვა საგამოძიებო სისტემაში, დაბარებულია თბილისის საკრებულოს შვიდი წევრი. თუ რა მოტივით ხდებოდა დაკითხვა, კითხვები საერთოდ აღარ ჩნდება, ეს არის პირდაპირი ზეწოლა თბილისის საკრებულოზე და მცდელობა, რომ დაშალონ თბილისის საკრებულო", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ასევე, მისი განცხადებით, დაკითხვები ხორციელდება თვის ბოლო პარასკევს, როდესაც თბილისის საკრებულოში იმართება შეხვედრები. მან ასევე გამოაქვეყნა იმ თანამშრომლების სია, რომელიც დაბარებულნი იყვნენ საგამოძიებო ორგანოებში.

"მე მინდა ავღნიშნო, რომ დღეს არის თვის ბოლო პარასკევი და იმართება საკრებულოში შეხვედრები, ზუსტად ასე ხდებოდა თებერვლის იანვრის და დეკემბრის თვის ბოლო პარასკეობით. დღეს დაბარებულები არიან თბილისის საგამოძიებო სამსახურებში ხვიჩა სანაია, დავით წერეთელი, ვახტანგ ცაგარეიშვილი, შოთა ქურდაძე, თემურ გრიგალაშვილი, ბესო ბენდელიანი და მამუკა გუგეშაშვილი", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42