საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 13:44

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა. ცხელი ხაზი იქნება უფასო და კომპანია აბონენტებს მოემსახურება 24 საათის განმავლობაში. წყალმომარაგების კომპანია მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას ცხელ ხაზზე შემოსულ ნებისმიერ პრობლემაზე რომელიც აბონენტებს შეექმნებათ.

კომპანიის ცხელი ხაზი წარმოადგენს შუამავალ რგოლს აბონენტსა და კომპანიის სხვა სამსახურებს შორის, მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს დაცული აბონენტის უფლებები და ოპერატიულად გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა რომელიც აბონენტს შეექმნება. მომსახურების ხარისხის ამაღლება ასევე ითვალისწინებს აბონენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, განხილვას და გადაწყვეტის ორგანიზებას.

"ცხელი ხაზის" ნომერია 93 00 00. "ცხელი ხაზით" სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოსახლეობას, გარდა თბილისის, აჭარის, მცხეთის და რუსთვის.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46