"ეშმაკის ადვოკატად" ცნობილ უფლებადამცველს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 13:28

იტალიელ ადვოკატს ჯოვანი დი სტეფანოს, რომელიც ცნობილია როგორც "ეშმაკის ადვოკატი", ბრიტანეთის სასამართლომ თაღლითობისთვის14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას Agence France-Presse-ი ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ დი სტეფანო, რომელიც შესაბამის მომზადებას და განათლებას არ ფლობდა, კლიენტებთან თავს ასაღებდა როგორც პროფესიულ იურისტად და მათგან სოლიდირ ფულად თანხას იღებდა. მიყენებული ზარალი სასამართლომ რამდენიმე მილიონ დოლარად შეაფასა.

სასამართლომ  დი სტეფანო წაყენებულ 25-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. გარდა თაღლითობისა, იგი დამნაშავედ ცნეს დოკუმენტების გაყალბებაში, ფულის გათეთრებასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. მოსამართლის თქმით, დი სტეფანომ არა მხოლოდ ფინანსური ზიანი მიაყენა თავის კლიენტებს, არამედ რთულ სიტუაციაში მყოფებს "ცრუ იმედებს" აძლევდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45