15 სტუდენტი დამასკოს უნივერსიტეტზე თავდასხმისას დაიღუპა

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 12:59

დამასკოს უნივერსიტეტში ნაღმტყორცნიდან ატეხილი სროლების შედეგად 15 სტუდენტი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ათეული დაიჭრა. სირიული მედია მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმთან დაპირისპირებულ ამბოხებულებს ადანაშაულებს. თავდასხმამ ყველაზე მეტად არქიტექტურის ფაკულტეტი და სასადილო დააზიანა.

დამასკოს უნივერსიტეტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო მედიასაშუალებებისა და საპრეზიდენტო რეზიდენციის ახლოს მდებარეობს.

ბრძოლები დამასკოში ამ დრომდე გრძელდება. ამბოხებულები ბაშარ ასადის დინასტიის 40-წლიან მმართველობის წინააღმდეგ იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46