მობილური ტელეფონების ფალსიფიკაციის ფაქტზე დაკავებულს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 12:48

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიკაციის ფაქტზე კახა დიასამიძე დააკავეს. გამოძიება დაკავებულს ჩინური წარმოების მობილური ტელეფონებისთვის სამარკო ნიშნის შეცვლასა და რეალიზაციას ედავება.

ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ჩინური წარმოების 400 ერთეულ მობილურ ტელეფონს სამარკო ნიშანი შეუცვალა და 7200 აშშ დოლარად მოახდინა მისი, როგორც ბრენდ `ნოკიას` მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57