"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაკითხვაზე დაიბარეს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 12:06

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფინანსთა სამინისტროს საგომოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარემ კოკი ონათამიშვილმა ერთი საათის წინ საგანგებო განცხადება გააკეთეს.

მათი განცხადებით, საკრებულოს წევრები დაკითხვაზე დღეს ვერ გამოცხადდებიან, რადგან დღეს საკრებულოს სხდომა არის ჩანიშნული.

ფინანსთა სამინისტროს საგომოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაბარებულნი არიან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: მამუკა გუგეშაშვილი, ხვიჩა სანაია, ვახტანგ ცაგარეიშვილი, შოთა ქურდაძე, თემურ გრიგალაშვილ, დავით წერეთელი და ბესარონ ბენდელიანი. ასევე, საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია ხვიჩა სანაიაც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45