საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე გამსვლელი ქულა დადგინდა

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 12:22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაადგინა.

კომისიის მიერ გამსვლელ ქულად 60 ქულა განისაზღვრა.

ტესტირების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტი, 1 და 2 აპრილი. გასაჩივრების შემთხვევაში, აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52).

კონკურსის ბოლო ეტაპის, გასაუბრების შესახებ ინფორმაცია (კონკრეტული გვარებისა და ვადების მითითებით) სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6