პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 12:04

"ინფორმაციის  თავისუფლების  განვითარების ინსტიტუტი"   პრეზიდენტის  ადმინისტრაციაში  გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას დღეს გამოაქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  თანხები, რაც გაცემულია პრემიების სახით, საკმაოდ სოლიდურია.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ასევე გამოაქვეყნა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე სოციალური მომსახურების სააგენტოში გაცემული პრემიების რაოდენობა, რომელმაც ხუთი მილიონ ასორმოცდათვრამეტი ათას ოცდახუთი ლარი შეადგინა.

გამოქვეყნებული ინფორმაციით დგინდება, რომ უწყებაში მოადგილეები ხელფასზე გაცილებით მეტი ოდენობის პრემიებს იღებდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58