ზაფხულიდან flydubai შრილანკას მიმართულებით რეისების რაოდენობას გააორმაგებს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 11:53

დუბაის ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია flydubai შრილანკაში ზაფხულიდან  რეისების რაოდენობას გააორმაგებს და ყოველდღიურად ორ ფრენას განახორციელებს.

სულ ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ მატალა რაჯაპაკსას (ჰამბონტატას) აეროპორტში პირველი საზეიმო ჩაფრენა განახორციელა, რითაც შრილანკას სიდიდით მეორე ქალაქის მიმართულებით კვირაში სამი რეისის დანიშვნა დააანონსა. საზეიმო ჩაფრენიდან ერთი კვირის შემდეგ, ავიაკომპანიამ შრილანკას მიმართულებით რეისების რაოდენობის გაორმაგება გადაწყვიტა. Flydubai 3 ივნისიდან კოლომბოს მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს, ჰამბანტონტატას მიმართულებით კი ყოველდღიური ფრენები დაემატება.

Flydubai-ს კომერციულმა დირექტორმა, რომელიც საზეიმო ღონისძიებას უძღვებოდა, განაცხადა: „რეისების რაოდენობის გაზრდა პირდაპირი პასუხია იმ უზარმაზარი მოთხოვნისა, რომელიც ჩვენს ქსელში ამ მიმართულებაზე არსებობს. მოხარულნი ვართ, რომ ვიღებთ უშუალო მონაწილეობას ამ კუნძულის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებაში. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალი აეროპორტის პოტენციალმა და იმ შესაძლებლობებმა, რომელიც ახალდანიშნულმა რეისმა შრილანკას და გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს მოუტანა“.

2012 წელს flydubai-ს მეშვეობით შრილანკის მგზავრების 30% ცენრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნების მგზავრებმა შეადგინა. რეისების მატებამ გააუმჯობესა ავიაგადამზიდავის რეისების დაკავშირების დროების განრიგი. ზაფხულში მომატებული რეისები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის შემდგომ განვითარებას.

Flydubai-ს ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნების ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე ფართო ქსელი გააჩნია, რომელიც დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოიცავს. ავიაკომპანია რეგიონის 10 ქვეყნის 15 მიმართულებას ემსახურება, მათ შორის კოლომბოს და ჰამბანტოტას.

 Flydubai-მ სულ ახლახანს რუსეთის და უკრაინის მიმართულებით რეისების რაოდენობის გაორმაგება დააანონსა. 2013 წლის სექტემბრიდან flydubai-ს ქსელს რუსეთის მიმართულებით ოთხი და უკრაინის მიმართულებით ორი ახალი რეისი დაემატება. კიევის მიმართულებით ყოველდღიურად ორი რეისი შესრულდება.

ავიაკოპმანიის ქსელი 60-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის და ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცეტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით.

„მადლობა მინდა გადავუხადო შრილანკის ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ იმდეს გამოვთქვამ, რომ ამ ულამაზეს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სასარგებლო, შესანიშნავ და ხელმისაწვდომ სერვისებს შევთავაზებთ“, - განაცხადა აბაიდალამ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55