საბჭოური ანაბრის საკითხებს კონფერენცია მიეძღვნება

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 11:45

ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, თემაზე: „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ანაბარი“, ერთდღიანი კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია ეწყობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიმდინარე კვლევის ფარგლებში.

კონფერენცია სამი ძირითადი თემისგან შედგება, განხილულ იქნება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ანაბრის დაბრუნების შესაძლებლობების სამართლებრივი გზები და ამ მიმართულებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილება. მრგვალ მაგიდას მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტი მომხსენებლები და საკითხთან კავშირში მყოფი რამდენიმე საჯარო უწყების წარმომადგენელიც დაესწრება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზის კვლევას თებერვლიდან ანხორციელებენ. კვლევა მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება.

კონფერენცია სასტუმრო „ძველ მეტეხში“, 30 მარტს  ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46