საქართველოს მომავალი რეალურ ნეიტრალიტეტშია - თემურ შაშიაშვილი

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 00:15

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი დამაფიქრებელს უწოდებს მსოფლიოში ახალი ტიპის ალიანსებისა გაერთიანებების ჩამოყალიბებას. შაშიაშვილის თქმით,   ერთის მხრივ, თურქეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი ქმნიან ერთობლივ სამხედრო გაერთიანებას ერთიანი შეიარაღებული ძალებით. მეორეს მხრივ, რუსეთი აღრმავებს ჩინეთთან სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას, ხოლო ამერიკა და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ აშშ ჩაერთვება სამხრეთ კორეის მონაწილეობით ყველა კონფლიქტში.

შაშიაშვილის აზრით, სამხედრო-პოლიტიკირი ალიანსები და გაერთიანებები ასუსტებენ გაეროს,  როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის ციტადელის როლს და ამ შემთხვევაში, მისივე თქმით,  „საქართველომ უნდა დაიჭიროს საქართველოს მხარე!“

„თეთრების“ ლიდერი საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალს პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებით რეალურ ნეიტრალიტეტს, ხოლო  ეკონომიკური კუთხით კონვერგენციის თეორიას მიიჩნევს. 

„საქართველოს მომავალი რეალურ ნეიტრალიტეტშია, ამაზე ოცნებობდა ილია ჭავჭავაძე და ეროვნულ-განმანთავისუფლებული მოძრაობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით 20-ე საუკუნის მიწურულს. საქართველოს და მთელი მსოფლიოს მომავალი უკავშირდება კონვერგენციის თეორიას, რაც აღიარა დავოსის კონფერენციამ 2012 წელს. კონვერგენციის თეორია, რაც ეფუძნება კაპიტალიზმისა და ევროპული სოციალიზმის საუკეთესო თვისებების შერწყმას - სურდა დაემკვიდრებინა საქართველოში პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას, სწორედ კონვერგენციის თეორიის დამკვიდრებაში ხედავს ჩვენი პარტია საქართველოს მომავალს“, - - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის აზრით, მსოფლიოს არ სჭირდება სუსტი და მორჩილი სახელმწიფოები, მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ამერიკა, ძლიერი რუსეთი, ხოლო ძლიერმა სახელმწიფოებმა მთელი თავისი რესურსები უნდა მიმართონ შიმშილის, ეპიდემიების და სხვა კატასტროფების დაძლევისათვის და არა სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების დამონებისა და ამოჟლეტისაკენ.

„სამწუხაროდ დღეს სხვა რეალობა გვაქვს და როგორც ჩანს, სახელმწიფოთა სიძლიერის ჩვენეული გაგება მომავლის პერსპექტივაა.  ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ძლიერი სახელმწიფოსადმი მორჩილება ხშირად მისდამი სიძულვილში გადაიზრდება, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი სახის მორჩილებისა, ჩვენი პარტიის ლოზუნგია საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე“, - - აცხადებს თეთრების ლიდერი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42