სამართლიანობა იმ შემთხვევაში აღდგება, თუ წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონება ადამიანებს უკან დაუბრუნდებათ

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 21:12

სამართლიანობის აღდგენა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონება ადამიანებს უკან დაუბრუნდებათ, - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი  ალეკო შალამბერიძე და ფინანსთა სამინისტროს მიერ ძვირადღირებული მანქანების გაყიდვის პროცესის შეჩერებას ითხოვს.

როგორც შალამბერიძემ „ჯეონიუსთან“ საუბარში განაცხადა, მანქანები, რომლებიც უნდა გაიყიდოს, წართმეულია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მათი მეპატრონეები.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვისია ეს ქონება და ამის შედეგად მოხდეს სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა არის უმთავრესი პრინციპი დღევანდელ ვითარებაში, ეს სასიკეთოდ იმოქმედებს დღევანდელი ხელისუფლების იმიჯზე“, - განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45