საია ვალერიან თელიას თანამდებობრივ პასუხისმგებლობას ითხოვს

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 18:48

ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას "ახალგაზრდა იურისტთ ასოციაცია" განცხადებით ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ინციდენტზე დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვს. "საია ეხმაურება დღეს ბათუმში მომხდარ ინციდენტს და აღშფოთებას გამოთქვამს აჭარის შს სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიას ქმედების გამო, რომელიც საიას თანამშრომლების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ნებისმიერი თანამშრომელი მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებების უპირველესი დამცველი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზნების მისაღწევადაა შექმნილი აღნიშნული უწყება. პოლიციის მაღალჩინოსნის ზემოაღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მის მაღალ პასუხისმგებლობასთან. ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია აჭარის შს სამმართველოს უფროსის მიერ მოქალაქეებისათვის, ამ შემთხვევაში კი, საიას თანამშრომლებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულს თან ახლდა ვალერიან თელიას მიერ საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ხაზგასმა და საკუთარი ძალაუფლების მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენების მუქარა, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა მის თანამდებობრივ ვალდებულებებთან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი და კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები" - აღნიშნულია საიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58