სტუდენტები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დღის დაწესებას ითხოვენ

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 20:49

სტუდენტები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დღის დაწესებას მის დაბადების დღეზე ითხოვენ. ამის თაობაზე განცხადება სტუდენტებმა უკვე შეიტანეს მერიასა და განათლებისა და კულტურის სამინისტროში.  ასევე, სტუდენტებმა სოციალურ ქსელში facebook-ში შექმნეს გვერდი, რომელიც ამ ღონისძიებას უკავშირდება.

პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე, 31 მარტს, 4 საათზე, სტუდენტები ლესელიძის ქუჩაზე, სოფიკო ჭიაურელის სახელობის ბაღში ზვიად გამსახურდიას დღის დაწესების მომხრეები ღონისძიებას გამართავენ.

„31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, ასევე ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად. ვისაც ჯერ კიდევ გვაქვს ეს პატრიოტიზმის გრძნობა, ვეცადოთ, რომ გამოვაღვიძოთ ჩვენს მეგობრებსა და თანამოაზრეებში ეროვნული სული მხარი დავუჭიროთ ზვიად გამსახურდიას დღის დაწესებას. ჩვენს გვერდით დგანან უფროსი თაობის წარმომადგენლები , ვისთვისაც ზვიადი ქართველი გმირი და კუმირია“, - განაცხადა „ჯეონიუსთან“ საუბარში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეცილობის მესამე კურსის სტუდენტმა მაია კიკნაველიძემ.

სტუდენტები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეიტანონ საკუთარი წვლილი ეროვნული დღესასწაულის დამკვიდრებაში და დადგნენ სტუდენტების გვერდით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45