ზაზა გაბუნიამ სასამართლოსთან მერიას აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 20:11

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობასთან ერთად, საქალაქო სასამართლოსთან, მოქალაქეთა საკუთრებასთან დაკავშირებით  გასამართ სასამართლო პროცესამდე განცხადება გააკეთა.

 ზაზა გაბუნიას თქმით, მიცკევიჩის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მსხვერპლია მერიის წინდაუხედავი გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად მოსახლეობის ისედაც ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გვერდით იგეგმება 12 სართულიანი შენობის აგება, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის მიცკევიჩის 1 ნომერში არსებულ კორპუსსა და მასში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლეს.

 "ჩვენ მივმართავთ მერიას, გააუქმოს ნებართვა საცხოვრებელი კორპუსის აშენების თაობაზე და მიცკევიჩის 1-ში არსებული სახლის გამაგრებასთან დაკავშირებით მის მიერ აღებული ვალდებულება შეასრულოს, რათა მოსახლეობამ უსაფრთხო გარემოში შეძლოს ცხოვრება",- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 მოსახლეობის ინფორმაციით, თბილისისი მერიამ 2011 წლის ბიუჯეტის ფარგლებში მათი ავარიული სახლის გამაგრების ფინანსური და ტექნიკური ვალდებულება აიღო, რომეოიც არ შეასრულა. სიტუაცია კი დაამძიმა მერიისავე ნებართვამ, რომლის მიხედვითაც კერძო ინვესტორს უფლება მიეცა ხსენებული ავარიული სახლის გვერდით 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აეშენებინა. მოსახლეობა შიშობს, რომ სამშენებლო პროცესი და 12 სართულიანი კორპუსის არსებობა საბოლოოდ დაანგრევს მათ საცხოვრებელ კორპუსს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58