საქართველოში უნდა დასრულდეს ის ფარსი, რომელსაც კოჰაბიტაცია ჰქვია - კახა კუკავა

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 20:59

მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა მომავალ კვირაში პარტიის სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.

მისი განცხადებით, აუცილებელია პარლამენტში სხვადასხვა პარტიები შევიდნენ და ამით ძლიერი ოპოზიცია ჩამოყალიბდეს

„ჩვენ ვიქნებით საქართველოს პარლამენტში მთლიანად იმ საზოგადოების ინტერესებიs დამცველი, რომელიც დაინტერესებული არის, რომ დასრულდეს საქართველოში ის ფარსი, რომელსაც ეწოდება კოჰაბიტაცია. ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს ვერ იქნება კონსტრუქციული და ღირსეული ოპონენტი და ვერასდროს ვერ შეძლებს ოპოზიციონირებას. ასე რომ, მისი ადგილი უნდა დაიკავოს კონსtრუქციულმა ოპოზიციამ,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58