არ შეიძლება „ნახევარი ნაბიჯით სიარული“ - ალეკო შალამბერიძე

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 19:54

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, უფრო ნათლად გამოხატული ნაბიჯები გადადგას სამართლებრივი კუთხით იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ამოფარებულნი არიან პოლიტიკურ ოპოზიციას, რომლებიც, მისივე თქმით, არიან კრიმინალები.

„მათ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, თუნდაც 7 ნოემბერი, 26 მაისი, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობები. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ. და კიდევ, ამ ადამაინებს აქვთ მოპარული ხალხის ფული, უკონტროლოდ ხარჯავდნენ ბიუჯეტს და ქვეყანაში იყო ელიტური კორუფცია“, - განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.

 რაც შეეხება დღევანდელ მთავრობას, შალამბერიძის თქმით, არ შეიძლება „ნახევარი ნაბიჯით სიარული“ და მაგალითად ბაჩო ახალაიას საქმე მოჰყავს.

 „უნდა დადგინდეს, არის თუ არის დამნაშავე ბაჩო ახალაია. თუ დამნაშავეა და მას გამოუშვებენ, ეს მომავალში გამოიწვევს ადამიანების გაღიზიანებას, მათ უნდობლობას ხელისუფლების მიმართ და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ახალი ხელისუფლება“, - აცხადებს შალამბერიძე.

 

ლანა თუთარაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45