ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა 5 აპრილს განახლდება

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 19:44

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული შსს-ს მაღალჩინოსნების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 აპრილისთვის გადაიდო.

ღევანდელი სასამართლო იმ მიზეზით გადაიდო, რომ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც იგი პროცესის გადადებას ითხოვდა, რადგან იმავე პერიოდში სხვა სისხლის სამართლის საქმის განხილვას ესწრებოდა. მოსამართლემ ადვოკატის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 ბაჩო ახალაიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შსს-ს 7 თანამშრომლის წამების ორგანიზება და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

სასამართლო პროცესი 5 აპრილს, 12.00 საათზე ჩაინიშნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45