სასჯელაღსრულების სამინისტრო თამაზ კვარაცხელიას და ნათია სირაძის პრეტენზიებს ეხმაურება

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 19:50

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სამინისტრო ეხმაურება მსჯავრდებულ პაპუნა კვარაცხელიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

"ჯეონიუსი" სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მსჯავრდებულის მამა - ბატონი თამაზ კვარაცხელია და ადვოკატი, ქალბატონი ნათია სირაძე საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნათია ლანდიას სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ. ბატონი კვარაცხელია აცხადებს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები უარს ამბობდნენ მასთან შეხვედრაზე და დაფინანსების სიმწირის მოტივით უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. საყურადღებოა ადვოკატის განცხადებაც, სადაც იგი მიუთითებს, რომ „პატიმარი ეკუთვნის სასჯელაღსრულებას, ისინი ვალდებული არიან თვითონ გადააგზავნონ საქმე სასამართლოში“.

გვსურს ვუპასუხოთ აღნიშნულს. პაპუნა კვარაცხელიას შემთხვევაში სამინისტროს მოქმედებები თანმიმდევრული და ადეკვატური იყო. კერძოდ, 2012 წლის დეკემბერში სამინისტროს წარმომადგენლები (მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის თანამშრომლები) არაერთხელ შეხვდნენ თამაზ კვარაცხელიას და ყურადღებით მოისმინეს მისი წუხილი და პრეტენზიები. 2012 წლის 24 დეკემბერს სამედიცინო დეპარტამენტმა მოახდინა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ინიცირება, რომელიც ჩატარებული იქნა სამინისტროს ხარჯებით. რაც შეეხება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების სიმწირეს, აღნიშნული ბრალდება საფუძველს მოკლებულია, რადგან სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 40%-ით, ხოლო ამნისტიის შემდგომ ერთ მსჯავრდებულზე გადაანგარიშებით 75%-ით არის გაზრდილი. 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე კი 4000-ზე მეტ მსჯავრდებულს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაეწია სამედიცინო დახმარება, მათ შორის ჩაუტარდა ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციები.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც 2013 წლის 4 მარტს გადმოეგზავნა სამინისტროს, პაპუნა კვარაცხელია, ჰეპატოლოგიური და ნეიროქირურგიული თვალსაზრისით არ მიეკუთვნება მძიმე ავადმყოფთა კატეგორიას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად (მუხლი 283) იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს სასამართლომ სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, როდესაც მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამავე კანონის თანახმად განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის კანონიერი წარმომადგენლის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მდგომარეობა „მძიმედ“ არ არის შეფასებული არც სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და არც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის და კარგი მმართველობის სტანდარტის გათვალისწინებით სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, სასჯელის გადავადების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატ ნათია სირაძეს კანონმდებლობა მოქმედების სრულ შესაძლებლობას აძლევდა, მეორეს მხრივ კი ექსპერტიზის დასკვნებში პაციენტის მდგომარეობა „მძიმედ“ არ არის შეფასებული (რის გამოც სასჯელაღსრულების სამინისტრო სასამართლოსადმი მიმართვის პირდაპირ საფუძველს მოკლებულია), მიგვაჩნია, რომ ადვოკატის მხრიდან უფრო გონივრული იქნებოდა სასამართლოსთვის დროულად მიემართა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55