უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ მოდელი ვენეციის კომისიის დასკვნას არ ითვალისწინებს - დავით ბაქრაძე

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 19:21

უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13 -ის შეცვლა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში არანაირად არ ჯდება, -ამის შეასახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის განცხადებით, უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მოდელი საპარლამენტო უმცირესობისთვის მიუღებელია, რადგან მასში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკური ცვლილებები საბჭოს წევრებს არ შეეხოთ. ამიტომ სრულიად მიუღებელია ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც მოსამართლეთა მიერ არჩეული მოსამართლეების შეცვლას ეხება, რადგან ვინც არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს. არ შეიძლება მათი შეცვლა და ეს არის ძირითადი უთანხმოების საკითხი. რაც შეეხება საბჭოს მეორე ნაწილს, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტის მხრიდან დასახელებული წევრები შედიან, აქ მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგათ და სხვადასხვა მექანიზმებზე ვისაუბროთ, მათ შორის განვიხილოთ უმრავლესობის მიერ შეთავაზებული მექანიზმი, მაგრამ ეს არის მცირე ნაწილი იმ შეუსაბამობის მოსაგვარებლად, რაც უმრავლეობის წინადადებებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შორის არსებობს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46