პოლიტიკური კონსულტაციები ,,საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით დასრულებულია

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 19:20

პოლიტიკური კონსულტაციები ,,საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით დასრულებულია, ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს 18:00 საათამდე უნდა შევიდეს, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს იუსტიციის სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე განმარტებით, სათანადო ცვლილებები აისახება რეგლამენტში და გამორიცხული არ არის, რომ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი კვლავ მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, რათა ყველა საკითხი კანონში სათანადოდ აისახოს. შესაბამისად, კომიტეტებშიც და პლენარულს ხდომაზეც კანონპროექტის განხილვის პროცესში ყველას ექნება აზრის გამოთქმის საშუალება.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, უმრავლესობამ გაიზიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრს ხმათა ორი მესამედით აირჩევს.

"თუმცა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, საბჭოში ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, წევრების არჩევა უნდა მოხდეს უბრალო უმრავლესობით – 76 ხმით. ჩვენ უფრო შორს მივდივართ და ვაწესებთ შეზღუდვას, რომ 6-დან სულ მცირე, ორი წევრი არჩეული იყოსხ მათა ორი მესამედით და ეს ორი ადგილი ვაკანტური დარჩება მანამ, ვიდრე მათზე თანხმობა არ მიიღწევა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი მოდელით, საბჭოს 15 წევრიდან უფლებამოსილება შეუწყდება 6 წევრს, რომელთაგან ოთხს პარლამენტი და ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს. უსუფაშვილის განმარტებით, დანარჩენი 9 წევრიდან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ის ერთი წევრი, რომელიც ახალი კანონმდებლობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ადგილებს შეინარჩუნებენ. დანარჩენ შვიდ წევრს კი უფლებამოსილება შეუწყდება, თუმცა, მათე ქნებათ უფლება, მოსამართლეთა კონფერენციაზე თავიანთი კანდიდატურა დაასახელონ და მხარდაჭერის შემთხვევაში ვაკანტურად გილებზე ახალი ვადით დაბრუნდნენ.

"ჩვენი მოტივაციაა, რომ ისინი თანამდებობაზე დანიშნული იყვნენერთ პიროვნულად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით და ღია კენჭისყრით. ახლა კი ვამკვიდრებთ ფარულ კენჭისყრას, ხოლო კანდიდატების წარდგენის საშუალება მოსამართლეებს ექნებათ. უფლებამოსილება უწყდებათ თანამდებობის პირებსა და დროებითი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გამწესებულ პირებს. ჩვენ სრულად ვიცავთ კოტე კუბლაშვილთან მიღწეულ შეთანხმებას და ეს ნაწილი უცვლელად გავა პლენარულ სხდომაზე. ეს არის სრულ შესაბამისობაში უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან და საღ აზრთან, რათა სასამართლო გათავისუფლდეს ჩარევებისგან, მოსამართლეებს ჰქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, პროცესის დაბლოკვა კი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეეძლოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არ არის უმცირესობასთან შეთანხმებული მოდელი და მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა პოლიტიკური კონსულტაციები ამ ეტაპზე დასრულებულია.

"ჩვენი ამოცანაა სასამართლოს გათავისუფლება. ჩვენი წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პაკეტს ეფუძნება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამამ ყველაფრის გასწორება არ ისურვა და ამიტომ ყველა მიესალმება ნაბიჯებს, რაც პოლიტიკურიდა ადმინისტრაციული წნეხის განსასამართლოს გაათავისუფლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს წინადადებები ვენეციის კომისიის დასკვნასთან სრულ შესაბამისობაშია, მივაღწიეთ შეთანხმებას სასამართლოს თავმჯდომარესთან, რადგან ხდება ახლა სასამართლოს გათავისუფლება“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უმრავლესობის ეს პოზიცია შეჯერებულია პრემიერ-მინისტრთან. დავით უსუფაშვილმა უმცირესობის პოზიცია არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმ ვერსიის გადახედვასაც ითხოვდა, რომელზეც შეთანხმება მიღწეულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და სასამართლოს წევრებთან.

საკითხი პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაში განიხილება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39