ვისაც კანონის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, დაცულობის განცდა გაუჩნდა - ნინო ბურჯანაძე

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 18:45

არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას აღიზიანებენ და მათ მიმართ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე,  რომელიც ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ for.ge-ის პრესკლუბში დღს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბურჯანაძის განცხადებით, შიშის სინდრომი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებობდა, მოიხსნა, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდა გაჩნდეს.

"ერთმნიშვნელობლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიში, რომელიც არსებობდა ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აღარ არის, თუმვა შესაძლოა ჩვენ მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდეთ. წინა ხელისუფლებს დროს იმ ადამიანებსაც კი ეშინოდათ, რომლებიც უდანაშაულონი იყვნენ, დღეს კი იმათაც, ვისაც კანონის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, გაუჩნდათ დაცულობის განცდა იმიტომ, რომ დასჯილი ჯერჯერობით ვერავინ ვერ დაინახეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45