ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტოგრაფებს ნასამართლეობა მოეხსნათ

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 18:59

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომიისიის გადაწყვეტილებით, დღეს  პირობითი მსჯავრი ვადამდე ადრე გაუუქმდათ და ნასამართლეობა მოეხსნათ ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეზე“ მსჯავრდებულ გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძეს და ზურაბ ქურციკიძეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ამნისტიის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულებს გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძეს და ზურაბ ქურციკიძეს 1/4-ით შეუმცირდათ დანიშნული სასჯელი, რის შემდეგაც თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა შუამდგომლობით მიმართა მუდმივმოქმედ კომისიას პირობითი მსჯავრის ვადამდე გაუქმების და ნასამართლეობის მოხსნის თაობაზე.

კომისიამ აღნიშნულ საკითხზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.

კომისიის გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პირადად აცნობა საზოგადოებას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც წინა ხელისუფლების მიერ ჯაშუშობის ორგანიზებაში ბრალდებული ფოტოგრაფებიც ესწრებოდნენ.

"დანაშაულებები, რომელიც ჩადენილ იქნა სააკაშვილის მიერ, კიდევ დიდხანს იქნება გამოსასწორებელი და კიდევ დიდხანს გაგვყვება ქვეყნის სირცხვილად და ტკივილად. ერთ-ერთი ასეთი სირცხილი არის ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. წინა ხელისულებას უნდოდა არა მარტო ისინი, არამედ ის ორგანიზაციები, სადაც ისინი მუშაობდნენ წარმოედგინათ, როგორც ჯაშუშური ორგანიზაციები. რომ არა საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტივობა ესენი 1 ოქტომბრამდე იჯდებოდნენ ციხეებში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი გედენიძემ, გიორგი აბდალაძემ და ზურაბ ქურციკიძემ საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის და ისიც აღნიშნეს, რომ ნასამართლეობა მათ პროფესიულ საქმიანობაში უშლიდათ ხელს, რადგან საჯარო სამსახურებში აკრედიტაციების პრობლემა ექმნებოდათ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46