კახა კუკავას ინიციატივები და რეალური პროექტები გამოადგება როგორც ხელისუფლებას, ასევე წაადგება მოსახლეობას - ალეკო შალამბერიძე

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 18:43

კახა კუკავას სახით პარლამენტს ეყოლება ჭეშმარიტი და რეალური ოპოზიცია, - განაცხადა „ჯეონიუსთან“ საუბარში „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო შალამბერიძემ.

"ოპოზიციის ფლანგის დაკავებას ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომელიც კრიმინალების ბანდაა და რა ხეირიც დაგვაყარეს უმრავლესობაში ყოფნის დროს, იმ ხეირს დაგვაყრიან ოპოზიციაში ყოფნისას", - აცხადებს შალამბერიძე.

შალამბერიძის თქმით, დღეს პარლამენტი ძირითადად დაკავებულია იმ საკითხებით, თუ როგორ მოვეწონებით ჩვენ ვილნიუსში ევროკავშირსა და ნატოს, თუმცა ჩვენი მოსახლეობისთვის არის სხვა, კიდევ მნიშვნელოვანი პრობლემები გადასაჭრელი, რომელიც, რატომღაც უკანა პლანზეა გადატანილი.

„კახა კუკავას პარლამენტში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ მთავარი თემები, როგორიცაა უმუშევრობის პრობლემის დაძლევა, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, „თავისუფალი საქართველოსთვის“ პრიორიტეტულია და ამისთვის იბრძოლებს კახა კუკავა, თუმცა ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა თავისთავად უკავშირდება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას“, _ განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.

 მისივე თქმით, ნაძალადევის მაჟორიტარობა არ ნიშნავს მხოლოდ ამ რაიონზე მუშაობას.

„საპარლამენტო ინიციატივებს მომდევნო კვირაში წარვუდგენთ მოსახლეობას, ეს არის უსახლკაროთა პრობლემა, მოსახლეობისთვის წართმეული ქონების დაბრუნება. მართალია, ხელისუფლებამ სოფელში დაიწყო სესხების გაცემა და ვაუჩერების დარიგება, თუმცა სოფელს გარეთ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ საკუთარი ბიზნესის დაწყება. ჩვენ ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივებს წარვუდგენთ მოსახლეობას და პარალამენტში გასვლის შემთხვევაში, დავიწყებთ მის ლობირებას და გატანას“, - აცხადებს შალამბერიძე.

ალეკო შალამბერიძეს იმედი აქვს, რომ რამდენიმე დღის მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვება და მათ კანდიდატს ხელისუფლება მხარს დაუჭერს.

 ლანა თუთარაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39