შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2013 - 11:39

"თავისუფალი საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში პარტიის თავმჯდომარე, კახა კუკავა იქნება.

კანდიდატურა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს ოფიციალურად წარადგინა.

"27 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით ჩვენ ხაზს ვუსვამთ საკანონმდელო ორგანოში განსხვავებული ხედვის, იდეოლოგიისა და ღირებულების მატარებელი პოლიტიკური ძალის არსებობის აუცილებლობას. თბილისის ნაძალადევის საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში წარმოგიდგენთ პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის, კახა კუკავას, კანდიდატურას. ბატონი კახა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, პროფესიით იურისტია, სხვადასხვა დროს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს, მე-6 მოწვევის საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ ფრაქციას, საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციებს. მას დაუგროვდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება. მართოს პოლიტიკური პროცესი, იტვირთოს მაკონტროლებელი ფუნქცია, წარმოადგინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესი საპარლამენტო ტრიბუნიდან და მტკიცედ და შეურყევლად დაიცვას ის",- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ 27 აპრილს შუალედური არჩევნები საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში, სამტრედიის, ბაღდათის და ნაძალადევის რაიონში გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39