რუსეთში პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო და საგადასახადო სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოწმებენ

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 20:29

რუსეთის პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო და საგადასახადო სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოწმებენ.

 ამ დროისთვის ერთდროულად 43 ორგანიზაციის შემოწმება მიმდინარეობს.

პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია "მემორიალში" უკვე მესამედ შევიდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებისაგან განმარტებას ითხოვენ, რა მიზეზებითაა განპირობებული არასამთავრობოების შემოწმება. 

შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმაც. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46