წითელი ჯვრის საზოგადოება გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ბრეზენტებს დაურიგებს

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 20:10

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) კატასტროფების მართვის დეპარტამენტი ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ გორის მოსახლეობას ბრეზენტებს დაურიგებს.

უახლოეს მომავალში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გეგმავს დამატებითი დახმარების გაწევას. დაზარალებულ მოსახლეობას დაურიგდება საბნები, ლეიბები, სამზარეულოს ნაკრებები და ჰიგიენური ამანათები.

 დახმარების დარიგება მოხდება სწჯს-ის გორის ფილიალში

 შეგახსენებთ, რომ ა.წ. 24 მარტს, საქართველოში ძლიერი ქარი, წყალდიდობა და შტორმი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაზარალდა თბილისის, გორის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მოსახლეობა. არსებული მონაცემებით დაზიანდა 350-მდე საცხოვრებელი სახლი და 20 სკოლის შენობა, ჩამოინგრა ნაპირსამაგრები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წაიქცა ხეები, გარეგანათების ბოძები და ბილბორდები.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45