ფინანსთა სამინისტრომ მცხეთის მუნიციპალიტეტს მოსახლეობისთვის ხის მასალა გადასცა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 19:43

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რაიონის გამგეობას დღეს უსასყიდლოდ გადასცა სახლების გადახურვისთვის საჭირო ხე-ტყის მასალა.

დაზიანებული სახლების გადახურვისთვის საჭირო ხის მასალის დატვირთვას მომსახურების სააგენტოს მუხიანის ბაზიდან პირადად დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

"ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აქვს 3 საწყობი, სადაც განთავსებულია საშენი მასალა. შესაბამისად, არ მოგვიწევს ხე-ტყის მასალის შეძენა და ფინანსთა სამინისტრო თავისი რესურსებით უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. გადავარჩიეთ საკმაოდ ხარისხიანი ხის მასალა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სახლების გადახურვა მოხდეს კაპიტალურად რათა აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები მომავალში. 50-60 კუბური მეტრი მასალა მოხმარდება მცხეთის რაიონს, 60 კუბური მეტრი ხის მასალა უკვე გადაეცა ოზურგეთის რაიონს. ასე რომ, ვფიქრობთ, ამ ორი რაიონის მიმართულებით დაგვჭირდება მხოლოდ ლითონის კონსტრუქციების შეძენა,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა მცხეთის რაიონი. მისი თქმით, დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობის სახურავებია გადახდილი. რაიონში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო დღეიდან დაიწყება სახლების გადახურვა.

 როგორც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჯავახიშვილმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აქვს გარე რესურსებიც, რომლებიც ამჟამად სააგენტოს ბაზაზე არ ინახება. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ინსპექტირება რომელი მასალა გამოდგება აღდგენითი სამუშაოებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო დაეხმარება ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას, ვინც ჩართულია აღდგენით სამუშაოებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46