გრიგოლ ვაშაძე რუსებს ქართველების კონცერტის ჩატარებას მონური მორჩილებით სთხოვდა - გია ხუხაშვილი

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 18:15

2008 წლის ომიდან 3 თვეში, როდესაც ქართული საზოგადოება შოკიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოსული, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში ქართველების კონცერტის ჩატარებას მონური მორჩილებით სთხოვდა, - 

ამის შესახაებ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტუიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

გია ხუხაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მედიას წერილი გადასცა რომელიც 2008 წლის ნოემბერით თარიღდება.

"ვაშაძის წერილით კარგად ჩანს ის ფარისევლური სახე, რომელსაც ისინი ატარებდნენ რუსეთთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ რა ამბავი ატყდა ერისიონის კონცერტზე რუსეთში. ძველმა ხელისუფლებამ ლამის ღალატში დაადანაშაულა ერისიონი და ძალიან ბევრ კითხვებს სვამენ ორიენტაციაზე. მე მინდა წარმოგიდგინეთ ომის შემდეგ სამი თვის თავზე გრიგოლ ვაშაძის წერილი, სადაც ის რუსეთის ხელისუფლებას ეხვეწება კონცერტების ჩატარებას, მათ შორის, „ერისონის“ მონაწილეობით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცების გვამები არ არის გაციებული. ეს არის ტონი მონური მორჩილების, ამაზრზენი რიტორიკა. ამას ვაშაძე წერს კულტურის მინისტრის რანგში და ცოტა ხანში ის ხდება საგარეო უწყების ხელმძღვანელი", - აცხადებს ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46