საქართველოს ღვინის ტურიზმის ქვეყნად წარმოჩენა, საფუძველია ტურისტების რიცხვის გაზრდისა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 18:24

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტმა ნინო ჯერენაშვილმა ზაგრებში ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთ ღონისძიებებში, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი და პოტენციური ტურისტი იყრის თავს, ქართული ღვინის გაცნობა ერთ-ერთი წინაპირობა გახდება საქართველოს მიმართ ინტერესისა, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყნისა და, ასევე, საფუძველი გახდება ქვეყანაში ტურისტების რიცხვის გაზრდისა.

"საქართველოს აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში ერთ-ერთი თანამედროვე და აპრობირებული მეთოდია ქართული ტურისტული პროდუქტის ცნობადობის გაზრდისა", - განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბარში ნინო ჯერენაშვილმა.

მიმდინარე წლის 15-16 მარტს ქ. ზაგრებში ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ყოველწლიურად იმართება კომპანია Wine Pleasures ორგანიზებით. აღნიშნულ კონფერენციაში 30 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის წარსდგა საქართველო, როგორც 2014 წლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ღვინის ტურიზმსა და მისი პოტენციალის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46