ლიონელ მესი მატჩის დროს მოედანზე ცუდად გახდა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 18:17

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი მესი ბოლივიასთან მატჩის დროს, მოედანზე, ცუდად გახდა და სუნთქვა გაუჭირდა.  2014 წლის მსოფლიო ჩემპინატის შესარჩევ მატჩზე ბოლივიის ნაკრებთან, მესის გარდა, ბევრმა მოთამაშემ იგრძნო თავი შეუძლოდ. 

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ მატჩის დროს შესვენებაზე თავი ცუდად იგრძნო, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია, ხოლო გუნდის ორ წევრს ახელო დე მარიას და ეზეკიელ ლავესს - ჟანგბადის ბალონები დასჭირდათ სუნთქვისთვის.

მატჩის შემდეგ ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის და ლავესი ჟანგბადის ბალონებით არიან გადაღებული.

შედეგად, არგენტინის ნაკრებმა ვერ მოახერხა მატჩის მოგება და თამაში ანგარიშით 1:1 დასრულდა.

არგენტინელების ცუდად გახდომის მიზეზი ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე თამაში გახდა. თამაში ბოლივიის დედაქალაქ ლა გაზაში გაიმართა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41