საქართველოს ახალგაზრდა პარლამენტარებს ერთწლიანი მანდატი მიეცემათ

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 18:12

„საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“ ხვალ, 12 საათზე, Front News-ის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს, სადაც განიხილება 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდა პარლამენტართა შერჩევის პროცედურები და მიმდინარეობა.

2 მარტიდან მიმდინარეობს დეპუტატობის კანდიდატთა განაცხადების მიღება. სულ შემოსულია 1235 განაცხადი. 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდა დეპუტატთა რაოდენობა უნდა იყოს 100 ადამიანი, რომელთა 40% საქართველოს რეგიონებიდან იქნება წარმოდგენილი. პარლამენტართა ასაკი 18-25 წელია.

განაცხადების განხილვის პარალელურად ყალიბდება შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ისინი გასაუბრების საფუძველზე დაასახელებენ 100 ახალგაზრდა დეპუტატის ვინაობას, რომელთაც მიეცემათ ერთწლიანი მანდატი 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ფარგლებში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45