„ერთსულოვნება“ საგურამოს დედათა მონასტერში უნიკალური ნეკერჩხლის ჯიშის ნერგებს დარგავს

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 17:59

კოალიცია „ერთსულოვნება“, რომელმაც მილიონ ნახევარი ხელმოწერა შეაგროვა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და მრავალათასიანი აქციები მოაწყო მთელი საქართველოს მასშტაბით, ამჯერად სრულიად აპოლიტიკური, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი - მწვანე აქციის მოწყობას გეგმავს.

ხვალ „ერთსულოვნების“ წევრები (რეზო ჩხეიძე, რეზო ესაძე, გუჯა ბურდული, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ვალერი კვარაცხელია, ნათია ავსაჯანიშვილი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, გოჩა არონიშიძე, გელა სალუაშვილი, მარინა კაჟაშვილი, და სხვანი) გაემგზავრებიან კახეთში და საგურამოს დედათა მონასტერში დარგავენ (წინამძღვარი მამა ტარიელ სიკინჭალაშვილი) 100 ძირ უნიკალურ ნეკერჩხლის ჯიშის ნერგს.

„ერთსულოვნების“ წევრები კახეთში ხვალ, 12:00 სთ-ზე პეკინის 34-დან გავლენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42