შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 17:51

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ დღევანდელ პრეზენტაციაზე  ცნობილი გახდა ყველა ის კომპონენტი და პირობა, რომლის მიხედვითაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დახმარებით ფერმერები შეღავათიან აგროკრედიტებს მიიღებენ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი მანაგაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგიტა ჩხეიძე და ყველა იმ წამყვანი ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშია ჩართული.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შალვა ფიფიამ დეტალურად განმარტეს პროქტის მნიშვნელობა და საფინანსო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადეს ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის.

პრეზენტაციაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მონაწილე ყველა მხარემ.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45