დიეტაზე ყოფნისას გამუდმებით შიმშილი რაციონში არასაკმარის ცილაზე მიუთითებს

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 17:07

კალორიების თვლას თუ დაიწყეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ რაციონის შედგენისას მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. თუ ადამიანს გონივრულ დიეტაზე ყოფნისას გამუდმებით აწუხებს შიმშილი, ესე იგი რაციონში არ არის საკმარისი ცილა. ადამიანები, რომელთა რაციონში ცილის შემცველობა არ აღემატება 10%-ს, იღებენ მათზე 260-300 კალორიით მეტს, ვიდრე ისინი, რომელთა რაციონშიც ცილის წილი 15%-ია. სიფრთხილე გმართებთ ხილთან. ჩვეულებრივი ვაშლი შესაძლოა გაცილებით მეტ ნახშირწყლებს შეიცავდეს, ვიდრე გვგონია.

ქრონიკული გამოუძინებლობა

მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს.

ჰორმონული დაავადებები

ცნობილია ათზე მეტი ჰორმონი, რომელთა დისბალანსიც წონის მატებას იწვევს. ყველაზე ხშირად ეს სამი სცენარით ხორციელდება:

1. ყველაზე გავრცელებეული დაავადება, რომელიც წონის მატებას უკავშირდება ჰიპოთირეოზია – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული პათოლოგია, რომელიც ანელებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და იწვევს წონის პარადოქსულ მატებას მინიმალური მადის ფონზე. ქალები ჰიპოთირეოზით 10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.

2. კუშინგის სინდრომი – ამ დროს მომატებულია ჰორმონ კორტიზოლის დონე, ეს ჰორმონი კი წონის მატებას იწვევს.

3. სასქესო ჰორმონების დეფიციტი ხელს უშლის უკვე დაგროვილი ჭარბი კილოგრამების მოცილებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59