თავდაცვის ატაშეები ვაზიანის ბაზას სტუმრობდნენ

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 16:30

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დღეს  ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდნენ. ჯგუფს გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ფრიკე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ სტუმრებს IV ქვეითი ბრიგადის ბაზის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან ატაშეების შეკითხვებსაც უპასუხა.

ვაზიანში უცხოელმა სტუმრებმა ბრიგადის შტაბი, ყაზარმები, სპორტული დარბაზი, სიმულაციის ცენტრები და საკონფერენციო დარბაზი დაათვალიერეს. თავდაცვის ატაშეებმა ქართულ სამხედრო ქვედანაყოფში ვიზიტი გამჭვირვალობის მისაღწევად წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. სამხედრო ატაშეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებზე რეგულარულ სახეს მიიღებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ღია და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ასეთი ურთიერთობები მართლაც სასარგებლოა. წლის ბოლომდე ბევრი მსგავსი ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივესალმებით“ - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ ფრიკემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42